ცესკო-ს  თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა - Palitra News

ცესკო-ს  თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

2026-06-12 09:35:52+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ნათია ზაალიშვილთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მათ როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ განათლება და სწორი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო კულტურის განვითარებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცესკოს და სწავლების ცენტრის ახალ პროექტზე, რომელიც ორიენტირებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ სტუდენტებისთვის. აღნიშნულ პროგრამაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები არიან ჩართული და საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაცია 100-ზე მეტ სტუდენტს მიაწოდა.