კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 65 სტუდენტსა და 20-მდე მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 65 სტუდენტსა და 20-მდე მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარა

2026-06-12 09:36:59+04:00

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 65 სტუდენტსა და 20-მდე მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარა. ბენეფიციარები ახალი მოდულებით: „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“ გადამზადდნენ. ახალი მოდულები 2026 წლიდან, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო დაემატა. აღნიშნული მოდულების სამიზნე აუდიტორია ადმინისტრაციის თანამშრომლები, პედაგოგები, სტუდენტები და უფროსკლასელები არიან. ახალი მოდულებით საჩხერეში უკვე 6 ტრენინგი ჩატარდა და 120-მდე მონაწილე გადამზადდა.