4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს, რის გამოც ადვოკატების ნაწილმა მისი ინტერესების დაცვაზე უარი განაცხადა - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს, რის გამოც ადვოკატების ნაწილმა მისი ინტერესების დაცვაზე უარი განაცხადა

2026-06-12 11:37:01+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების: გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ასევე, ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატების ნაწილმა, უარი განაცხადა ბრალდებული ინტერესების დაცვის გაგრძელებაზე.

დანარჩენი პირები - გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე და დავით სტურუა ბრალის აღიარებას კვლავ არ აპირებენ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და

ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.