ვიზალიბერალიზაცია - როგორ ეხმაურებიან საკითხს ევროპარლამენტარები და ქართველი პოლიტიკოსები - Palitra News

ვიზალიბერალიზაცია - როგორ ეხმაურებიან საკითხს ევროპარლამენტარები და ქართველი პოლიტიკოსები

2026-06-12 12:41:33+04:00

ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კვლავ განსხვავებული აქცენტები კეთდება - ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრობს, ოფიციალური თბილისი კი მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლისთვის აუცილებელი პირობები სრულად არის უზრუნველყოფილი. გუშინდელი შეხვედრა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას უკავშირდებოდა. საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ანგარიში, რომელსაც ევროკავშირის გადაწყვეტილება ეფუძნება, ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საპასუხოდ, ხელისუფლების ოპონენტებს სულ უფრო მეტად უმყარდებათ ეჭვი, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა საქართველომ უდიდესი მონაპოვარი დაკარგოს.