საგარეო ვექტორი - რამდენად შეუძლია საქართველოს ერდროულად შეინარჩუნოს დასავლური კურსი და ამავდროულად, გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა პეკინთან - Palitra News

საგარეო ვექტორი - რამდენად შეუძლია საქართველოს ერდროულად შეინარჩუნოს დასავლური კურსი და ამავდროულად, გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა პეკინთან

2026-06-12 12:43:30+04:00

საქართველოს საგარეო ვექტორი - რამდენად შეუძლია საქართველოს ერდროულად შეინარჩუნოს დასავლური კურსი და ამავდროულად, გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა პეკინთან?!. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, წლების განმავლობაში აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ფურცელზე არსებობდა, ჩინეთთან კი ეს ურთიერთობა რეალური და შედეგიანია. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას თავად ამერიკის ადმინისტრაცია ცდილობს და ამ კუთხით საქართველოს მიმართ კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. მმართრველი პარტია მიიჩნევს, რომ აშშ-მა საქართველოსთან თანამშრომლობის და ქვეყნისადმი დამოკიდებულების მაგალითი სწორედ ჩინეთისგან უნდა აიღოს. ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდეგ ამერიკასთან მჭიდრო კავშირების აღდგენა შეძლოს.