პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება - Palitra News

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება

2026-06-12 12:46:39+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილა. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ სავაჭრო -ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრმა ყირგიზეთში ვიზიტი ისტორიულად შეაფასა.