პარტია “ნაციონალური მოძრაობა” შიდა პარტიული ცვლილებებისთვის ემზადება. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში პარტიის ყრილობაზე ცნობილი გახდება თუ ვინ შეუერთდება მათ გუნდს. პარტიის ლიდერმა მიხეილ საალაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ახსენა, რომ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში გაწევრიანება, პოლიტიკურ სპექტრს სიახლეებს მოუტანდა. “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ეს სიახლე არ იქნება, რადგან ნანუკა ჟორჟოლიანი ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობის” სახეს წარმოადგენდა.