ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა - Palitra News

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

2026-06-12 17:18:24+04:00

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი მიმდინარე კვირაში მეორედ დააზარალა. დასეტყვილია სოფელი ახშანი, ჩაბინაანი, ზემო ხოდაშენი, ხორხელი და ქისტაურის ნაწილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა და ძირითადად ვენახები დააზიანა. ზუსტად რა ფართობია დასეტყვილი და რა მასშტაბის ზარალი აქვთ ადგილობრივებს, ჯერჯერობით უცნობია.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შესახებ ინფორმაცია აქვთ და დეტალებს ეცნობიან.