ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს 2-დღიანი ფორუმი სახელწოდებით „დებატები ევროპაზე“. ღონისძიებაზე ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებმა, აკადემიური წრეების წევრებმა და ექსპერტებმა საქართველოს ევროპული მომავალი, ევროინტეგრაციის პერსპექტივები და ქვეყნის წინაშე არსებული
გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და მისი გამომწვევი მიზეზები იყო.
ევროპელმა სტუმრებმა ასევე მედიის მდგომარეობაზეც ისაუბრეს. ამასთანავე, მათივე შეფასებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და საზოგადოების კონსოლიდაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.