საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპელი აკადემიური წრეების წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს დაუთმეს. ევროპელი აკადემიკოსების შეფასებით, დაგეგმილი რეფორმის შედეგად ქართველი სტუდენტები შესაძლოა სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც მათ აკადემიურ შესაძლებლობებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას დააზარალებს.