საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ - Palitra News

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ

2026-06-12 21:24:12+04:00

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საპატრიარქო რეზიდენციას ეწვივნენ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს შეხვდნენ. სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ უმასპინძლა.

ელჩებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მათ პატრიარქს აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. დიპლომატიური კორპუსის წევრებმა ასევე მწუხარება გამოხატეს ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. საუბარი შეეხო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებსაც, რომლებიც წელს საქართველოში გაიმართება. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.