პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირებას გეგმავს. პარტიის წარმომადგენლის, გიგა ფარულავას განცხადებით, ინიციატივისმიზანია 2024 წლამდე მოქმედი სამართლებრივი წესრიგის აღდგენა და იმ შეზღუდვების გაუქმება, რომლებიც, მათი შეფასებით, პროტესტის უფლების სრულფასოვან განხორციელებას აფერხებს.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ შეკრება, გაერთიანება, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა და განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირება. მათივე შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამ უფლებების უკეთ დაცვას მოემსახურება.
ინიციატივას მმართველ გუნდში კრიტიკულად აფასებენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გახარიას პარტიას ადამიანის უფლებებზე საუბრისთვის საკმარისი მორალური საფუძველი არ გააჩნია და საზოგადოებას კვლავ ახსოვს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების განვითარება.