საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და ორ მხარეს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის შეფასებით, მრავალწლიანი პარტნიორობა საქართველოში STEMმიმართულებების განვითარებას, კვალიფიციური ადამიანური რესურსის გაძლიერებასა და ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას უწყობს ხელს. მისი თქმით, თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.
სხდომის ფარგლებში მხარეებმა უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ტრანსნაციონალური განათლების დანერგვის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე გამახვილდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პარტნიორობა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება