დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა

2026-06-13 10:16:55+04:00

აშშ-მა ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა, - ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

„ჩემი ბრძანებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ ლეტალური კინეტიკური დარტყმით წარმატებით განახორციელა ნინიო გერეროს ლიკვიდაცია, რომელიც „ტრენ დე არაგუას“ ცნობილი ლიდერია. ეს დაჯგუფება პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, ოპერაცია ვენესუელასთან თანამშრომლობით განხორციელდა.