სამართალდამცავი უწყებები ტვ-პირველის მიერ გავრცელებულ გადაცემის ანონსს ეხმაურებიან, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ძალადობის კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ. უწყებებში ამბობენ, რომ დანაშაული მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გამოვლინდა, ხოლო, 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავეს. როგორც ცნობილია, დანაშაული, რომელზეც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, 2022 წელს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გადაცემაში ამ ამბის ჩასმის მიზანი, უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც.