ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს - Palitra News

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს

2026-06-13 12:34:55+04:00

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ევროპის საბჭო ერთადერთი ინსტიტუტი არ არის, რომელიც რეკომენდაციების შესრულებაზე ამახვილებს ყურადღებას. კვლავ განხილვის საგნად რჩება, სავიზო დიალოგიც, რომელიც 11 ივნისს, ბრიუსელში შედგა. ევროკომისიის განმარტებით, დისკუსია იმ გამოწვევებზე იყო ფოკუსირებული, რომლებმაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს, რადგან საქართველო უვიზო მიმოსვლისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, საქართველო ყველაზე დიდ მონაპოვარს დაკარგავს.