კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა - Palitra News

კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

2026-06-13 12:37:05+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთობლივი კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„მე მომავალში“ - კამპანიის ფარგლებში გამართულ ესეების, კომიქსების, ლოგოს შექმნის, ასევე სპორტულ აქტივობებსა და სხვადასხვა კონკურსებში სულ 56 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. კონკურსში 160 საჯარო და 2 კერძო სკოლის 7 500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კამპანიას საფუძველი 2025 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და პასუხისმგებლობიანი ქცევის წახალისება.