ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ - Palitra News

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ

2026-06-13 15:32:05+04:00

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისამდე გაგრძელდება.

აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.