სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - Palitra News

სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა

2026-06-13 15:35:46+04:00

გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი, სოფო ხორგუანი პარტიის სახელით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს მიმართავს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესების განსახილველად. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი დეოკუპაციის პოლიტიკისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ამ ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო. ,, სახელმწიფო უნდა იყოს ქმედითი, რეალურად უნდა იცავდეს საქართველოს ხალხის ინტერესებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს.“- განაცხადა სოფო ხორგუანმა.