სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველო" 20 ივნისს, აქციას აანონსებს. დემონსტრაცია ე.წ გავრილოვის ღამის გახსენებას მიეძღვნება, რომლიდანაც 7 წელი გავიდა. სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება ნაციონალური მოძრაობა და სხვა პოლიტიკური ჯგუფები. ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისამდე სხვადასხვა კამპანიური ხასიათის ღონისძიებაში მონაწილეობასაც გეგმავს და უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს, რომ დაანონსებულ აქციაში ჩაერთონ. როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გარდა, ნაციონალური მოძრაობა პარტიაში ძირეულ ცვლილებებსაც აანონსებს. საკადრო გადაწყვეტილებების მიღება გუნდს ივლისში მოუწევს. პარტიაში თანხმდებიან, რომ სამოქმედო გეგმის შეცვლა აუცილებელია და როგორც ირკვევა, პარტიის განახლების პროცესში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც ჩაერთვება. ვიდრე ნაციონალური მოძრაობა პარტიის სახალხო ორგანიზაციად გარდაქმნაზე მუშაობს, კვლავ განხილვის თემად რჩება, დარჩება თუ არა პარტია, ოპოზიციურ ალიანსში, მითუმეტს იმ ფონზე, როცა ალიანსი ნაციონალურ მოძრაობის ჩართულობით უკმაყოფილოა.