ყვარელში თემატური ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური და წევრები შეხვდნენ. შეხვედრაზე მომხსენებლებმა დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების როლსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყვარლის თემატური ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. 2026 წელს პროექტი 12 ნაკადად ჩატარდება და 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.