ინდოეთში, საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ინდოეთში, საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

2026-06-13 17:31:06+04:00

ინდოეთში, საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინდოეთის საჰაერო ძალების An-32-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე ასამის შტატში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ინდოეთის საჰაერო ძალების ხუთივე წევრი დაიღუპა.

ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი გეგმურ ფრენას ახორციელებდა.