დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ვერსალის სასახლეში შეხვედრას გამართავენ - Palitra News

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ვერსალის სასახლეში შეხვედრას გამართავენ

2026-06-14 12:01:29+04:00

აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი მომავალ კვირას შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტები ერთმანეთს ვერსალის სასახლეში, „დიდი შვიდეულის“ საფრანგეთში დაგეგმილი სამიტის შემდეგ შეხვდებიან.

მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ტრამპს ოთხშაბათს ვერსალის სასახლეში შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავ ვახშამზე უმასპინძლებს.