კირ სტარმერი - შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი - ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ დამალვის უფლებას არ მივცემთ - Palitra News

კირ სტარმერი - შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი - ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ დამალვის უფლებას არ მივცემთ

2026-06-14 12:04:34+04:00

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, შეეჩერებინათ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა.

„დღეს დილით ადრე, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის გავლით გავლას ცდილობდა. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ ჩვენ მათ დამალვის უფლებას არ მივცემთ“, - წერს სტარმერი სოციალურ ქსელში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.