ქართული ჟესტურის ენის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა - Palitra News

ქართული ჟესტურის ენის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა

2026-06-14 13:29:53+04:00

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქართული ჟესტური ენის სამსაფეხურიანი კურსის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. კურსი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. კურსი გაიარეს როგორც სმენის დარღვევის მქონე პირებმა, ასევე მათმა აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა.