პოლიტიკურმა ინიციატივა "ჯერ საქართველომ" საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა - Palitra News

პოლიტიკურმა ინიციატივა "ჯერ საქართველომ" საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა

2026-06-14 13:31:40+04:00

პოლიტიკურმა ინიციატივა "ჯერ საქართველომ" საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა. პროგრამა დეტალურად ისახავს იმ მიდგომებს, რომლებიც ორგანიზაციის აზრით, ქვეყანას სტაბილურ განვითარებას მოუტანს. გამოქვეყნებული ხედვა ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გარდა რუსეთთან ურთიერთობებსც მოიცავს. ნათქვამია რომ ქვეყანამ ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში სიფრთხილის პოლიტიკა უნდა გაატაროს, მაგრამ არა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დათმობის ხარჯზე. "ჩვენი ამოცანაა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დაბალანსებული, მოქნილი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება" - ნათქვამია ორგანიზაციის პროგრამულ ხედვაში