დონალდ ტრამპის ინფორმაციით 14 ივნისს ირანთან შეთანხმებას ხელს მოაწერს - Palitra News

დონალდ ტრამპის ინფორმაციით 14 ივნისს ირანთან შეთანხმებას ხელს მოაწერს

2026-06-14 13:54:29+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, 14 ივნისს ირანთან შეთანხმებას ხელს მოაწერს და ჰორმუზის სრუტე ყველსათვის გახსნილი იქნება. ,,აქსიოსის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მიერ ირანთან მიღწეული შეთანხმება ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის - „მწარე წამალია“. გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუ არ იზიარებს ტრამპის შეხედულებას ირანთან ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ. მას სჯეროდა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ომს თეირანში რეჟიმის შეცვლა შეიძლებოდა გამოეწვია.