დონალდ ტრამპი და ვოლოდიმერ ზელენსკი 16 ივნისს, საფრანგეთში „დიდი შვიდეულის” სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 15 ივნისს ევიანში ჩასვლისას, სადაც „დიდი შვიდეულის” სამიტი გაიმართება, დონალდ ტრამპი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ემანუელ მაკრონთან. ასევე, შეხვედრები ერთი-ერთზეა დაგეგმილი კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და ინდოეთის ლიდერებთან.