ხაშურში სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი.
მედიაში გავრცელებული ცნობით, მკვლელობა მხარეებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული პირი დაკავებულია.