ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - ირანელი მომლაპარაკებელი აცხადებს, რომ აშშ-ს "არ გააჩნია ნებისყოფა ან უნარი, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს" - Palitra News

ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - ირანელი მომლაპარაკებელი აცხადებს, რომ აშშ-ს "არ გააჩნია ნებისყოფა ან უნარი, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს"

2026-06-14 19:50:17+04:00

ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რომლის სამიზნე, მათი მტკიცებით, „ჰეზბოლას“ მებრძოლები იყვნენ მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ისრაელზე დრონებით თავდასხმა მოხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანელმა მომლაპარაკებელმა მოჰამედ ბაკერ კალიბაფმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა აჩვენებს, რომ აშშ-ს არ გააჩნია ნებისყოფა ან უნარი, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„თუ არ გაქვთ ნებისყოფა და უნარი, შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები, ამ გზის გაგრძელებაზე საუბარი შეუძლებელია“, - დაწერა მან X-ზე.

ამასთან, ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, მოჰამედ ჯაფარ ასადიმ განაცხადა, რომ ისრაელის დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერა კვირას იგეგმებოდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრია შეჰბაზ შარიფის ინფორმაციით, ისლამაბადი ელექტრონული ხელმოწერისთვის ემზადება, რასაც მომდევნო კვირაში ტექნიკური დონის მოლაპარაკებები მოჰყვება.