ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებიც პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტს ასახავს, ოპოზიციაში ეხმაურებიან - Palitra News

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებიც პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტს ასახავს, ოპოზიციაში ეხმაურებიან

2026-06-15 09:28:00+04:00

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებიც პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტს ასახავს, ოპოზიციაში ეხმაურებიან. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას თავად პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში ავრცელებდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები საქართველოში სისტემურ პრობლემად იქცა, ხოლო სახელმწიფო უწყებები მათზე სათანადო რეაგირებას არ ახდენენ. მათი შეფასებით, ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ცალკეული უწყებების საქმიანობაზე ეფექტიან კონტროლს ვერ უზრუნველყოფს, რის შედეგადაც მოქალაქეები ზარალდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში გამოვლინდა, ხოლო პროკურატურამ საქმეზე სამი პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, რომელზეც საუბარია, 2022 წელს მოხდა.