ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა - Palitra News

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა

2026-06-15 09:29:20+04:00

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა. საქართველოს საპატრიარქო ფონდის - „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, ტერიტორიაზე 20-მდე ზეთისხილის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები იზრუნებენ. “ეროვნული სატყეო სააგენტოს საქართველოს საპატრიარქო ფონდთან - „გაამწვანე საქართველო“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი აქციაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ხელი შევუწყოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.