დიდი შვიდეულის ლიდერთა სამიტი 15-17 ივნისს მიმდინარეობს საფრანგეთის ქალაქ ევიანში - Palitra News

დიდი შვიდეულის ლიდერთა სამიტი 15-17 ივნისს მიმდინარეობს საფრანგეთის ქალაქ ევიანში

2026-06-15 09:30:35+04:00

დიდი შვიდეულის ლიდერთა სამიტი 15-17 ივნისს მიმდინარეობს საფრანგეთის ქალაქ ევიანში. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემებია უკრაინის უსაფრთხოება, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევები, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და გლობალური ეკონომიკა. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც რუსეთ-უკრაინის ომს, ისე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას და რეგიონული კრიზისების დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობებს. სამიტს ესწრებიან წევრი ქვეყნების ლიდერები, ხოლო მოწვეულ სტუმრებს შორის არიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.