UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა - Palitra News

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა

2026-06-15 09:15:57+04:00

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.

ბრძოლა 4 რაუნდი გაგრძელდა. მე-5 რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ილია თოფურიამ თვალის დაზიანების გამო ვერ შეძლო.

ბრძოლა თეთრი სახლის ეზოში გაიმართა. ღონისძიება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და მას 4 000 მაყურებელთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო.

ილია თოფურიას ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 17 გამარჯვება და ერთი, დღევანდელი მარცხია.