დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას - Palitra News

დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას

2026-06-15 12:46:31+04:00

დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან, დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა.