შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი. „გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.