უკრაინა და მოლდოვა მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე, საქართველო - უვიზო რეჟიმის საფრთხის წინაშე - Palitra News

უკრაინა და მოლდოვა მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე, საქართველო - უვიზო რეჟიმის საფრთხის წინაშე

2026-06-15 15:46:02+04:00

მაშინ როცა უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნა, საქართველოში სავიზო საკითხებთან დაკავშირებით პირველი დიალოგი გაიმართა. უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევენ, საქართველო ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. „ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი სრულიად არასწორ გზას ადგას“, „შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით“- ასეთი განცხადებები გაჟღერდა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოს შესახებ საუბრისას. ასეთი კონტრასტის ფონზე, ქართული ოცნება აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერები უვიზო რეჟიმს იყენებენ როგორც ინსტრუმენტს, საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისთვის და ვიზალიბერალიზაცია სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ფასად უბრალოდ არ ღირს. ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი საქართველოს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება იქნება. მაგდა ბლუაშვიმა მოისმინა მოსაზრებებს პარლამენტში.