საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოდიში — რატომ ვერ შენიშნეს სტუდიაში ბავშვის დაცემა? - Palitra News

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოდიში — რატომ ვერ შენიშნეს სტუდიაში ბავშვის დაცემა?

2026-06-15 15:50:44+04:00

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღის გადაცემის წამყვანი, მომღერალი ლიზა ბაგრატიონი , მაუწყებლის მედიის ბლოკის ხელმძღვანელი, რუსუდან მანჯგალაძე და სხვა პროდიუსერები ბოდიშს უხდიან 10 წლის გოგონას, რომელმაც გადაცემაში გუნდის სიმღერისას გონება დაკარგა. ასევე გოგონას ოჯახის წევრებსა და ყველას, ვინც იმ დროს იქ იდგა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დღევანდელი სხდომა 9 ივნისს პირდაპირ ეთერში "სიმღერის აკადემიის" საკონცერტო ნომრის შესრულებისას მომხდარ ინციდენტს ეხება. კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, რომელშიც, ჩანს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია. საზოგადოებრივი მაწყებელის თანამშრომლები აცხადებენ, რომ პირველი არხის ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. გოგონას დედამ განაცხადა, რომ მის შვილს თითები აქვს ნაღრძობი და ფიქსატორში აქვს ჩასმული, მან არ გამორიცხა საქმეზე სამართლებრივი დავის დაწყება.