„გვახსოვს გავრილოვის ღამე“ — 20 ივნისს საპროტესტო მარში გაიმართება - Palitra News

„გვახსოვს გავრილოვის ღამე“ — 20 ივნისს საპროტესტო მარში გაიმართება

2026-06-15 15:52:33+04:00

20 ივნისს, შაბათის მარში „გავრილოვის ღამეს“ მიეძღვნება. მარში - „გვახსოვს გავრილოვის ღამე“ 19:00 საათზე დაიწყება და ფილარმონიიდან პარლამენტამდე გაიმართება. „სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მარში იქნება პასუხი ძალადობაზე, რეპრესიებზე, შიშსა და დაუსჯელობაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. საკუთარი სხვა გეგმების შესახებ საუბრობენ ოპოზიციურ ალიანში.