„სადაც პერიოდულად მიდიოდა, იმ სახლში მოხდა მკვლელობა“ - მეზობლები თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობენ - Palitra News

„სადაც პერიოდულად მიდიოდა, იმ სახლში მოხდა მკვლელობა“ - მეზობლები თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობენ

2026-06-15 15:54:26+04:00

მამაკაცის სიცოცხლე იმსვერპლა, გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც პერიოდულად მიდიოდა. - ამის შესახებ მისი მეზობლები ჰყვებიან და ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი დაღუპულის მეგობარია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. შემთხვევა გასულ ღამით მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

„სადაც პერიოდულად მიდიოდა, იმ სახლში მოხდა მკვლელობა“ - მეზობლები თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობენ