ათონელის სასახლეში, სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა - Palitra News

ათონელის სასახლეში, სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

2026-06-15 15:59:50+04:00

ათონელის სასახლეში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მას სასახლესთან, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.

დღესვე, მიხეილ ყაველაშვილის და ალექსანდარ ვუჩიჩის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

ალექსანდრე ვუჩიჩი საქართველოს მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად დღეს ეწვია.