ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან შეთანხმებას ხელი კვირას ელექტრონულად მოეწერა და ის არ შეიცვლება - Palitra News

ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან შეთანხმებას ხელი კვირას ელექტრონულად მოეწერა და ის არ შეიცვლება

2026-06-15 19:56:22+04:00

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან შეთანხმებას ხელი კვირას ელექტრონულად მოეწერა.

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ციფრულ ფორმატში უკვე მოაწერეს.

„ჩვენ გუშინ შეთანხმებას ხელი ციფრულად უკვე მოვაწერეთ და არანაირი თანხის გამოყოფა არ მომხდარა. ეს არ შეიცვლება“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში შუამავალმა პაკისტანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.