თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარ სროლას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც გარდაცვლილი პერიოდულად მიდიოდა.
მეზობლების თქმით, ღამის საათებში რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა, ხოლო დაჭრილებს შორის მოკლულის მეგობარიც აღმოჩნდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. არსებული ინფორმაციით, სროლის დროს სახლში რამდენიმე პირი იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.