ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულმა კადრებმა, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებია ასახული, პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვია.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალადობრივი შემთხვევები სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. მმართველ გუნდში კი ამ ბრალდებებს არ იზიარებენ. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებზე რეაგირება ხდება და ამის მაგალითად როგორც კორუფციულ დანაშაულებში მხილებული მაღალჩინოსნების, ისე სხვადასხვა დარღვევაში შემჩნეული პოლიციელების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.