როგორ ემზადებიან პოლიტიკური ჯგუფები 20 ივნისისთვის და რა მოლოდინები აქვთ აქციის ორგანიზატორებს - Palitra News

როგორ ემზადებიან პოლიტიკური ჯგუფები 20 ივნისისთვის და რა მოლოდინები აქვთ აქციის ორგანიზატორებს

2026-06-15 21:01:48+04:00

20 ივნისს თბილისში გაიმართება მარში სახელწოდებით „გვახსოვს გავრილოვის ღამე“. დემონსტრაცია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ეძღვნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, დემონსტრანტები 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის შენობამდე მივლენ.

მომავალი აქცია უკვე პოლიტიკური განხილვის საგანია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და მიიჩნევს, რომ იმ მოვლენების მნიშვნელობის შეხსენება დღესაც აუცილებელია. ამასთან, ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლები საკუთარ გეგმებსა და საპროტესტო ფორმატებზეც საუბრობენ.