ილია თოფურია - ჯასტინ, გილოცავ, გუშინ შენი ღამე იყო - დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან შორს არის, განმეორებითი ბრძოლა გვექნება - Palitra News

ილია თოფურია - ჯასტინ, გილოცავ, გუშინ შენი ღამე იყო - დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან შორს არის, განმეორებითი ბრძოლა გვექნება

2026-06-15 22:08:00+04:00

დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან შორს არის. განმეორებითი ბრძოლა გვექნება, - ამის შესახებ ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.

ილია თოფურია მის მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას ულოცავს.

„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი და ეს გააკეთე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოსთვის კი მარცხენა თვალიდანაც. არანაირი გასამართლებელი მიზეზები. ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. გუშინ შენი ღამე იყო“, - წერს ილია თოფურია.

ილია თოფურიას განცხადებით, მას გეიჯისთან განმეორებითი ბრძოლა სურს.

„გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ. უფრო ძლიერი, ჭკვიანი და სახიფათო დავბრუნდები. დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან შორს არის. განმეორებითი ბრძოლა გვექნება“, - აცხადებს თოფურია.