ესპანელი ჟურნალისტი - კარგი ამბავი ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგადაა, ისვენებს - ტომოგრაფიით დასტურდება, რომ ილიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის - Palitra News

ესპანელი ჟურნალისტი - კარგი ამბავი ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგადაა, ისვენებს - ტომოგრაფიით დასტურდება, რომ ილიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის

2026-06-16 12:18:53+04:00

ესპანელი ჟურნალისტის, ირატი პრატის ინფორმაციით, ილია თოფურიას ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება.

„კარგი ამბავი ვაშინგტონიდან: ილია თოფურია კარგადაა. ისვენებს. ვაშინგტონის საავადმყოფოდან, სადაც მან ღამე გაატარა, ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის საბოლოო შედეგების მოლოდინში, დასტურდება, რომ ილიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საერთოდ არ არის საჭირო. დასვენების დრო და სულ ესაა. ეს არის ის, რაც მათ მითხრეს“, - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. მან ბრძოლისას სახის არეში დაზიანებები მიიღო.