500 დღე პროტესტიდან რეპრესიებამდე — რა წერია Amnesty-ს ანგარიშში - Palitra News

500 დღე პროტესტიდან რეპრესიებამდე — რა წერია Amnesty-ს ანგარიშში

2026-06-16 12:30:29+04:00

"რეპრესიების ანატომია- პროტესტის, დარბევებისა და მდგრადობის 500 დღე" – ამ სახელწოდებით, საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში საუბარია ბიძინა ივანიშვილის მმართველობასა და ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებზე, ასევე საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური დევნის სავარაუდო ფაქტებზე. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, სასამართლო ხელისუფლებას, საერთაშორისო და კერძო აქტორებს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული პრაქტიკების გამოყენება, რომლებიც მათი შეფასებით, მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, სამოქალაქო სივრცის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესუსტებას. ამავე თემაზე სასაუბროდ გამოიყენა ტრიბუნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის ჯილდო გადაეცა. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კი აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო დროს მიღებული კანონები რუსულის ასლია.