შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე - ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვაა ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია - Palitra News

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე - ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვაა ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია

2026-06-16 12:33:42+04:00

მაშინ, როცა კიევთან და კიშინიოვთან წევრობაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი იხსნება, თბილისთან სავიზო საკითხებზე კონსულტაციები კვლავ გრძელდება. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით აფასებს და მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზას შორდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმის საკითხი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება და ეროვნული ინტერესების ხარჯზე მისი შენარჩუნება მიუღებელია. ოპოზიცია პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ შესაძლო შეზღუდვების მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკა იქნება.