ოპოზიციის მარში და ერთობის საკითხი — რა გეგმები აქვთ პოლიტიკურ ძალებს - Palitra News

ოპოზიციის მარში და ერთობის საკითხი — რა გეგმები აქვთ პოლიტიკურ ძალებს

2026-06-16 12:34:56+04:00

ოპოზიცია 20 ივნისის მარშისთვის ემზადება. „გვახსოვს გავრილოვის ღამე“- ამ სახელწოდებით დემონსტრაცია 19:00 საათზე ფილარმონიასთან დაიწყება და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან დასრულდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებემ, რადგან მიაჩნიათ, რომ მოვლენების მნიშვნელობის შეხსენება დღესაც აუცილებელია. აქციისთვის მზადებასთან ერთად, განხილვის თემაა - ოპოზიციის სამომავლო გეგმები და ერთობის საკითხები. ნაწილი ფიქრობს, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ ძალას შორის სრული ერთიანობის მიღწევა წარსულშიც ვერ მოხერხდა და ამის განხორციელება მომავალშიც რთული იქნება.